„შეეგუეთ, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა! სტიქიური უბედურების მართვის პასუხისმგებლობას ოპოზიციას ვერანაირად ვერ გაუნაწილებთ!“ - სოფია ხორგუანი
პოლიტიკოსი, სოფია ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტიქიური უბედურების მართვის პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებაზეა.
„როგორ დააბრალეთო, ოცნებისტები (ნაცმოც იქვე) რომ შფოთავენ. კალაძე არ იყო, ერთი მორიგი არჩევნებისთვის ყველაფრის დაბრალება რომ იკადრა “გუნდთან” ერთად?! თუ ის დაბრალებები ნაკლებად საზარელია?! ერთი რიგითი მუნიციპალური არჩევნებისთვის იკადრა, სხვებისკენ რომ იშვერთ ხელს ახლა.
შეეგუეთ, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა! სტიქიური უბედურების მართვის პასუხისმგებლობას ოპოზიციას ვერანაირად ვერ გაუნაწილებთ!“ - წერს ხორგუანი.