„პოსტები შემხვდა კალაძეზე და მაგ ლოგიკით, სანდრას რომ ორგანოებით ვაჭრობას აბრალებდნენ, სანდრას ბრალი იყო“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
"ტაბულას" მფლობელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“წარმოიდგინე, როგორი ბოზი უნდა იყო, რომ გაგაუპატიურონ”!
ამ ლოგიკით ამართლებენ ცილისწამებას.
“ნეტაი თქვენ, რა ღლე უნდა იყო, ეგ დაგაბრალონო” - ეგეთი პოსტებიც შემხვდა კალაძეზე.
მათი ლოგიკით, სანდრას რომ ორგანოებით ვაჭრობას აბრალებდნენ, სანდრას ბრალი იყო.
როგორ მძულს ეს გონება ჩამორჩენილობა და რა შეურაცხმყოფელი მგონია ადამიანთა მოდგმისთვის ნეტა იცოდეთ.
რეჟიმისთვის ადგილის გაცვლა უნდათ უბრალოდ, სხვა პრეტენზია რეჟიმთან არ გააჩნიათ“, - წერს ჩერგოლეიშვილი.