„ბერას გადასარჩენად რომ ჰქონოდა კოლექტიურ გოჩა ენუქიძეს 12 წუთი, რამდენს მოასწრებდა ხვდებით?“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში რაჭის ტრაგედიას ეხმაურება და წერს.
„ვიღაც სამთავრობო მძორს ალაპარაკებენ 12 წუთი ხალხის ევაკუაციისთვის არასაკმარისიაო, მაშინ როცა ყველა გადარჩა, ვინც ბუნებრივი არხიდან რამდენიმე ათეული მეტრით შორს - მაღლობზე იყო.
რამდენიმე ათეული მეტრი და 12 წუთი!
ანუ მათივე აღიარებით, 12 წუთი ჰქონდათ ადამიანებს სიცოცხლის გადასარჩენად და იმის გამო, რომ სისტემა ჩამპალია და ივანიშვილის 100 წლოვანი ხეების თრევა და მისი პოლიტიკური ოპონენტებისთვის ტალახის სროლაა თვითმმართველობის ფუნქცია, ეს 12 წუთი ვერ გამოიყენეს.
ბერას გადასარჩენად რომ ჰქონოდა კოლექტიურ გოჩა ენუქიძეს 12 წუთი, რამდენს მოასწრებდა ხვდებით?
ამიტომაა ეს სისტემა ჩამოსანგრევი თავისი ოლიგარხებიან-მონებიანად - იგივე მოხდება რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში, თუ ვირუსად ის ითვლება ვინც ფორმულას და მთავარის პატრონს არ ეთანხმება“, - წერს ჩერგოლეიშვილი.