ოფლმა დამასხა, შიშმა ამიტანა, ენა წამერთვა, მივხვდი ბავშვებსაც კი, საშინელი სიკვდილი ელოდათ - ლელა კაკულიას სულისშემძვრელი წინასწარმეტყველება
ლელა კაკულიას ფეისბუკ გვერდზე მოქალაქე, ირმა გელაშვილის ღია წერილი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ღია წერილი „ჭკუვა უხმარ“ ბრიყვებს:
რამდენიმე დღე სრულიად შეგნებულად ვიკავებდი თავს ამ წერილის დაწერისგან, რათა ბრიყვთა ბრიყვულ კომენტარებზე მშვიდად და მაქსიმალურად კორექტულად მეპასუხა და ის მამაპაპური ფრაზები არ გადმომეფრქვია საჯაროდ, რაც ენაზე მადგებოდა.
რატომ არ დაინახა ლელა კაკულიამ შოვის ტრაგედია და რატომ არ იწინასწარმეტყველაო, იკითხეს მავანთ.
იკითხეს რა, ლამის მთლად ლელა კაკულიას აჰკიდეს ის ცოდვა, რომელიც ახლახან დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში.
არადა, კიდეც დაინახა და კიდეც იწინასწარმეტყველა — თანაც დიდი ხნით ადრე. ეს ჩანაწერი ჩვენს მკითხველებს ნამდვილად ემახსოვრებათ, რადგან ლელა კაკულიას საავტორო გაზეთშიც გამოქვეყნდა და მის წიგნებშიც შევიდა. შესაბამისად, მათ მსგავსი ბრიყვული შეკითხვა არ გასჩენიათ — ეს მხოლოდ მათ „მოახერხეს“, ვისაც წინასწარმეტყველებები არ წაუკითხავს და როყიოდ ისვრიან „ფრაზა-შედევრებს“.
სხვა ჩანაწერებს, სადაც საქართველოში მოსალოდნელ მეწყერებზე საუბრობს ქალბატონი ლელა, არც კი შევეხები, მხოლოდ ამ ერთს შეგახსენებთ.
1998 წელი, 22 სექტემბერი
დღეს, დილის 7 საათზე ვიხილე საშინელი სურათი. ის იმდენად ახლო იყო ჩემთან, მიწიერ ლელასთან, რომ შემეშინდა — ასე პირველად შემეშინდა ცხოვრებაში.
აი რა ვნახე: მივდიოდი მდინარეზე. ჩავედი მდინარის პირას. სიგანე მდინარისა სამი კილომეტრია, წარმოიდგინეთ. მოედინებოდა სუფთა, არაგვივით ჩქარი წყალი. ეს ძალიან განიერი ხეობა იყო, ირგვლივ ტყეებითა და მაღალი, ცაში აზიდული მთებით.
ვუყურებ მათ. ავფორიაქდი ამ უზარმაზარ ხეობაში, თანაც ეს სწრაფი მდინარეც (ძნელია ძალიან, მერწმუნეთ, ერთდროულად ხედვა და თან მონაწილეობა მასში)! სუნთქვა შემეკრა.
უცებ დავინახე, რომ სუფთა წყალს შეერია ქვიშიანი, ყავისფერი, მღვრიე ტალღები. ეს სურათი მზაფრავს, ისე მზაფრავს და იმხელა შიში მაქვს, რომ ვერ აღვწერ. ამ დროს გავიხედე და… ღმერთო, დიდებულო!!! გავიხედე შორს და დავინახე ცას შეერთებული აზვირთებული, ამღვრეული, ტალახიანი, შავი ტალღები. ცა არც კი ჩანდა, მე კი ხეობაში ვდგავარ და ვუყურებ ამას. შიშმა გამაშეშა!
ამას მარტო მე ვხედავდი და ვიცოდი, რომ არ გამომეყვანა ხალხი, ჩემ ირგვლივ ვინც იყო, სიკვდილი არ ასცდებოდათ — ჯოჯოხეთური სიკვდილი", - ამბობს სოციალური ქსელის მომხმარებელი.