თეგებით ძიება

შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა თქვა.

დღეს მაშველებმა სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს.

მღებრიშვილის თქმით, ერთი ცხედარი ნანახია კოტეჯების ტერიტორიაზე, მეორე კი სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, მდინარის კალაპოტში.

მისივე თქმით, მონიტორინგი ხორციელდება მდინარის კალაპოტის 25 კილომეტრიან მონაკვეთზე.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა