ტასი 4 საათის განმავლობაში, მარტო ებრძოდა ამ საშინელებას, ებრძოდა, ებრძოდა და თან ხმამაღლა ტიროდა - ვინ არის სტიქიასთან მებრძოლი პატარა გოგო?
შოვის სტიქიას გადარჩენილი, დავით ჯელაძე ამბობს, რომ მისი დისშვილი, ტასი რაჭაში მოვარდნილ ღვარცოფს დიდი ვაჟკაცობით ებრძოდა.
"იცანით? ალბათ ვერა, მაშინ ძალიან ტალახიანი იყო... ეს ანასტასიაა, ჩემი უშიშარი და მებრძოლი.
ტასი 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა ამ საშინელებას ებრძოდა, ებრძოდა და თან ხმამაღლა ტიროდა, ტიროდა და იძახდა "ღმერთო, გადაგარჩინე არ მინდა სიკვდილი." ეს სიტყვები სულ ყურში ჩამესმის. მიყვარხარ, ჩემო უშიშარო" - ამბობს დავით ჯელაძე.