რაღაცნაირად, მერიდება ჩემი შვილების თვალებში შეხედვის - რა ემოციურ მიმართვას ავრცელებს მაშველი შოვიდან?
თითქოს, რაღაცნაირად, მერიდება ჩემი შვილებისთვის თვალებში შეხედვის, იმიტომ რომ ჩვენ, ჩვენ შვილებს ვუყურებთ, სამწუხაროდ, ვიღაცები ვეღარ უყურებენ, - სახანძრო სამაშველო ძალების ოფიცერი შალვა გათენდაშვილი ერთ-ერთი იმ მაშველთაგანია, რომელიც შოვის სტიქიის პირისპირ იბრძვის.
,,როდესაც დღე დასრულდება და საღამოს, შევძლებთ ხოლმე იმ ორი წუთის გამონახვას ოჯახთან სასაუბროდ, თითქოს, რაღაცნაირად, მერიდება ჩემი შვილებისთვის თვალებში შეხედვის, იმიტომ რომ ჩვენ, ჩვენ შვილებს ვუყურებთ, სამწუხაროდ, ვიღაცები ვეღარ უყურებენ…
ახლა შეიძლება ამ ემოციების გამოხატვა, მაგრამ საქმის დროს ეს ემოციები გვერდზეა…”, – ამბობს მეხანძრე-მაშველი ტვ იმედთან.