შოვში 18 მეტრიანი სასტუმრო/საცხოვრებელი ტიპის კორპუსის მშენებლობა იგეგმება? - უახლესი ინფორმაცია (ფოტო)
გავრცელებული ინფორმაციით, შოვში 18 მეტრიანი სასტუმრო/საცხოვრებელი ტიპის კორპუსის მშენებლობა იგეგმება.
პროექტი ონის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის პროტესტის ფონზე 2023 წლის თებერვალში დაამტკიცა.
"შოვი იქნება პირველი მსოფლიო დონის კურორტი საქართველოში, რომლის განვითარების ყველა ეტაპი წინასწარ არის გაწერილი და მთლიანი განაშენიანება ერთიან კონცეფციას დაეფუძნება. მის მშენებლობასა და განვითარებაში ყაზახი ინვესტორი 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმას. შოვში 130-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“ უზრუნველყოფს." - აღნიშნავენ პროექტის ავტორები.