თეგებით ძიება

„მინდოდა დრო გამეტარებინა საყვარელ გოგოსთან და მეგობრებთან ერთად. აი, მე შევცდი“ - ომის მხარდამჭერი რუსი მსახიობი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი მსა­ხი­ო­ბი ვი­ტა­ლი გო­გუნსკი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შე­მო­უშ­ვეს. "ტე­ლეგ­რამ­ზე" გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მსა­ხი­ო­ბი უკან, მოს­კოვ­ში ბრუნ­დე

გოგუნსკი ამტკიცებს რომ საქართველოში მეგობარ გოგონასთან ერთად სურდა დასვენება და მიაჩნია, რომ ქართველ მესაზღვრეებს  „ოპოზიციის  რეაქციის შეეშინდათ“. პუტინისტმა ხელოვანმა თავის თანამოქალაქეებს მოუწოდა  რუსეთში დაისვენონ. 

''ჩემი ვიზიტის მიზანი რომანტიული იყო, თუმცა კატეგორიულად მომაბრუნეს. საზღვარზე ვინც გამომკითხა, მითხრა კარგი ადამიანი ხარო. მაგრამ იფიქრა, რომ საქართველოში ჩემი შეშვება არ შეიძლებოდა. მინდოდა დრო გამეტარებინა საყვარელ გოგოსთან და მეგობრებთან ერთად. აი, მე შევცდი. ჩემს ძველ მეგობარს უკრაინის პასპორტით, მას ალბათ შეუშვებენ.“

გო­გუნსკიმ რუ­სებს მო­უ­წო­და, რომ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში და­ის­ვე­ნონ, მისი თქმით, რუსი ხალ­ხი, სხვა მრა­ვა­ლი ერის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ტო­ლე­რან­ტუ­ლია და"ყვე­ლას აპა­ტი­ებს“.

"სხვა ქვე­ყა­ნა­ში, არა­ფე­რია ისე­თი ფან­ტას­ტი­კუ­რი, რაც რუ­სეთ­ში არ არის“, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

გო­გუნსკი რუ­სე­თის მთავ­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რია. ის მომ­ხრეა პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის და არა­ერ­თხელ იმ­ყო­ფე­ბო­და უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე კონ­ცერ­ტით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა