თეგებით ძიება

დღეს, მოვახერხეთ და გავაკეთეთ დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის ზონაში - რას ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე?

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი ამბობს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს სტიქიის ზონაში, 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა ჰყავს მობილიზებული. მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია საკმაო სიფრთხილით მიმდინარეობს.

"100-ზე მეტი ტექნიკა ჰყავს მობილიზებული საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომლებიც სამძებრო სამუშაოებში ჩართულია შესაბამის სამაშველო სამსახურებთან ერთად. მათი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დღეს, მოვახერხეთ და გავაკეთეთ დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, სადაც 10 მანქანა უკვე გადმოვიყვანეთ, ველოდებით თვითონ ავტომფლობელებს. როგორც კი მოვლენ, იმათაც დავეხმარებით იმაში, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადმოვიდნენ ონის მხარეს. ყველაზე რთული მონაკვეთი არის კურორტი შოვი, სადაც ძალიან ბევრი მასაა ჩამოსული და ეს ლოკაციაა, სადაც ძირითადად სამუშაოები მიდის. ძალიან ბევრი მასაა დაგროვილი და სამძებრო სამუშაოები ძალიან ფრთხილად მიმდინარეობს," - აცხადებს გიორგი წერეთელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა