სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა... შოთის თვალები მახსენდება, როცა მეწყერის 3 მეტრიანმა ტალღამ დაგვარტყა - რა ემოციურ ისტორიას იხსენებს მარიამ ბერიანიძე?
შოვზე პირველი შოთის თვალები მახსენდება, იმ მომენტში როცა მეწყერის 3 მეტრიანმა ტალღამ დაგვარტყა და უთქმელად, თვალებით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს, - მარიამ ბერიანიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც 3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას გადაურჩა.
მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს,რომელიც შოვში, მეწყერის ჩამოწოლამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული და წერს, რომ „სამოთხე ჯოჯოხეთდ იქცა“.
„შოვში პირველად 6 წლის წინ ვიყავით. ფეხით გვაქვს შემოვლილი იქაურობა. ბუბის ნამონასტრალზეც ნამყოფები ვართ, არასდროს დამავიწყდება ის სილამაზე. შოვის გახსენებაზეც პირველი ის ადგილი მიდგებოდა თვალწინ, თუმცა ახლა შოვზე პირველი შოთის თვალები მახსენდება, იმ მომენტში როცა მეწყერის 3 მეტრიანმა ტალღამ დაგვარტყა და უთქმელად, თვალებით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს.
მტკივა თითოეული გარდაცვლილი ადამიანი და მათი ფიქრები სიკვდილის წინ.
პ.ს. ფოტო გადაღებულია ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე. ჩვენი სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა“, – წერს მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში.