პალატიდან საკუთარი ფეხით გამოვიდა და შოვში დაბრუნდა, დაკარგულების მოსაძებნად... - ემოციური ისტორია მაშველზე, რომელიც აგატირებთ
სოციალური ქსელის მომხმარებელი, სვეტლანა სინა ამბობს, რომ მაშველი, ზურა კალანდაძე, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და საავადმყოფოში მკურნალობდა, კვლავ სტიქიის ზონაში დაბრუნდა.
„გაიცანით – ზურა კალანდაძე, მაშველი შოვიდან. სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. თბილისში, საავადმყოფოში სასწრაფოდ ჩამოიყვანეს ვერტმფრენით. საავადმყოფოში 2 საათი იწვა, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა ჩაუტარეს, შემდეგ კი პალატიდან საკუთარი ფეხით გამოვიდა და შოვში დაბრუნდა, დაკარგულების მოსაძებნად. დაუჯერებელია, ხომ? გმირია. ასეთ ადამიანებზე დგას სამყარო. ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოგაკლოს“, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.