თეგებით ძიება
12. 08. 2023 ბიზნესი

თბილისში ბინების გაყიდვები ივლისში 7%-ით შემცირდა - როგორ შეიცვალა ღირებულება?

2023 წლის ივლისში თბილისში 3,540 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ივლისთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.

Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 7%-ით, 189 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.

პროექტის ტიპების მიხედვით, ამ პერიოდში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 3%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ივლისთან შედარებით მაჩვენებელი 27%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ბინების სეგმენტებს და იმას რომელ სეგმენტში გაიზარდა გაყიდვები, თბილისში ახალაშენებულ მედიუმსეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 10%-ით, ეკონომსეგმენტში კი 2%-ით გაიზარდა; პრემიუმ სეგმენტის შემთხვევაში ტრანზაქციების რაოდენობა 7%-ით 191 ერთეულამდე შემცირდა.

2023 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 9%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 5%-იანი კლება დაფიქსირდა.

2023 წლის ივლისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 4%-ით გაიზარდა როგორც გარეუბნებში, ასევე ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა