სოფი იყო განათლებული, ძლიერი, მიზანდასახული, საოცრად მოტივირებული ახალგაზრდა - რას ამბობენ შოვში დაღუპულ გოგოზე?
3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილებიდან კიდევ ერთი ადამიანია იდენტიფიცირებული, სოფო ყარალაშვილი.
სოფო ყარალაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მომავლის აკადემია და წერს, რომ სოფი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის:
„საქართველოს მომავლის აკადემიის გუნდი დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული სოფი ყარალაშვილის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მეგობრებს.
სოფი ყარალაშვილი იყო ჩვენი დებატების ჩემპიონატის აქტიური და წარმატებული მონაწილე.
სოფი იყო განათლებული, ძლიერი, მიზანდასახული, საოცრად მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდა. იგი გამოირჩეოდა კეთილმოსურნეობით, ყურადღებითა და თანადგომით სხვების მიმართ.
სოფი ყარალაშვილი დიდი დანაკლისია ჩვენი დებატების საზოგადოებისთვის და მთელი საქართველოსთვის“, – წერია საქართველოს მომავლის აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.