თეგებით ძიება

„დღეს, კობახიძემ კი არა, სწორედ თქვენ მოისაქმეთ იქ, სადაც ეს არ უნდა გაგეკეთებინათ“ - გოჩა მირცხულავა ბიძინა ივანიშვილს

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა სოციალური ქსელის მეშვეობით ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

„ბატონო ბიძინა, თქვენ 1 წამით უშვებთ იმას, რომ ოდესმე - მუდმივი არაფერია თქვენც კარგად იცით - კობახიძის მიერ, დღეს, ქართველი ხალხის ასეთ შეურაცხყოფაზე მას მოსთხოვს ვინმე პასუხს?

პოლიტიკაში "არ ერევით" გავიგეთ მაგრამ არც იმდენად ბრიყვები ვართ, რომ "ოცნებას" წამით მაინც განვიხილავდეთ თქვენს გარეშე.

დღეს, კობახიძემ კი არა, სწორედ თქვენ მოისაქმეთ იქ, სადაც ეს არ უნდა გაგეკეთებინათ, არავითარ შემთხვევაში. 

დღეს, კობახიძემ კი არა, სწორედ თქვენ განაცხადეთ ხმამაღლა - რატომ გადარჩა ვინც გადარჩაო...

დღეს, კობახიძემ კი არა, სწორედ თქვენ, არასოდეს რომ არ გიფიქრიათ და დაგიშვიათ, ისეთი განაჩენი გამოუტანეთ საკუთარ თავს.

დღეს, თქვენ, ბატონო ბიძინა, სამომავლო ემპათიისა და თანაგრძნობის არანაირი სივრცე არ დატოვეთ. 

სწორედ დღეიდან, ადრეც ასე იყო მაგრამ დღეიდან, რასაც იტყვის თქვენი ნებისმიერი სპიკერი ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, თავმოყვარე მედიამ უნდა მიაწეროს - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა“, - წერს მირცხულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა