,, მთავრობას შეუძლია მომენტალურად ერთი ლიტრი საწვავის გაიაფება, მინიმუმ, 50 თეთრით” – ოთო აბესაძე
“მთავრობას შეუძლია მომენტალურად ერთი ლიტრი საწვავის გაიაფება, მინიმუმ, 50 თეთრით”, – ეს განცხადება ეკონომისტმა ოთო აბესაძემ გააკეთა.
აბესაძე საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს და იმ გამოსავლაზე საუბრობს, რისი გაკეთებაც ხელისუფლებას პოლიტიკური მზაობის შემთხვევაში შეუძლია საწვავის გასაიაფებლად.
,,საქართველოში არსებულ საქონელსა და მომსახურებაზე საწვავის ფასის წილი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ნებისმიერი ფასების ზრდა გამოიწვევს საქართველოში არსებული საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდას. საწვავზე ფასის ზრდა გამოიწვია ქვეყანაში არსებულმა არასწორმა მონეტარულმა პოლიტიკამ და ინფლაციამ და ასევე ნავთობიმპორტიორებისთვის სატანსპორტო დერეფნების მოსაკრებლის გაძვირებამ, შესაბამისად, დღეს, როგორც ადრე, საწვავის ფასის კლების გასაღები არის მთავრობის ხელში, მას შეუძლია მომენტალურად მოახდინოს ერთი ლიტრი საწვავის გაიაფება, მინიმუმ, 50 თეთრით, თუ საქართელოს მთავრობა მიმდინარე ინფლაციურ ნიადაგზე გააუქმებს საწვავზე აქციზის გადასახადს,“ – ამბობს ოთო აბესაძე.
წყარო: alia.ge