თეგებით ძიება

რძის წარმოება გაიზარდა, ხორცის კი შემცირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 5.6 პროცენტით შემცირდა და 929.7 ათასი სული შეადგინა.

მათივე ცნობით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 446.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 2.0 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 161.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 21.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა და 10.9 მილიონ ფრთა შედგინა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რძის წარმოებამ 206.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ხორცის წარმოებამ 17.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.2 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 161.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.3 პროცენტით ნაკლებია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა