თეგებით ძიება

„ადამიანები პრაქტიკულად ალყაში იყვნენ და ვერანაირი სამაშველო ოპერაცია, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ვერ იხსნიდა“ - ბექა ოდიშარია შოვის ტრაგედიაზე

„ოჯახის ახლობლები თავად აღწერდნენ თუ რა მოხდა შოვში, სტიქიის დროს – ადამიანები პრაქტიკულად ალყაში იყვნენ და ვერანაირი სამაშველო ოპერაცია, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ვერ იხსნიდა“, – ეს განცხადება პარლამენტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

„თითქოს მეზობელი ქვეყნებიდან დახმარების მიღება იყო საჭირო და ჩვენ განზრახ უარი ვთქვით, რაც საჭირო ნამდვილად არ იყო. საზოგადოება ხედავდა, რომ მაშველები ფუტკრებივით მუშაობდნენ და ხეობაში ცოცხალი ძალისა და სპეცტექნიკის მობილიზების გამო, მგონი, ადგილიც აღარ იყო დარჩენილი.

ჩვენ ნამდვილად არ გვეთაკილება, არაერთი მეზობლისთვის ანალოგიური დახმარება გაგვიწევია და საჭირო რომ ყოფილიყო ამ დახმარებას თავისუფალი სინდისით ვთხოვდით”, – დასძინა ოდიშარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა