„ღირსეული კაცის სახელი, არაჩვეულებრივი შვილი და ზღვა სიყვარული დამიტოვა“ - კოტე კუბლაშვილის მეუღლის ემოციური პოსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის მეუღლე, მარი მესხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მის მიმართ გამოხატული თანაგრძნობისთვის მადლობას აცხადებს.
"დიდ მადლობას გიხდით თანაგრძნობის, მხარდაჭერის და უზომოდ თბილი სიტყვებისათვის, რაც კოტეს მიმართ გამოხატეთ. მე ბედნიერი ვარ რომ ნახევარი ცხოვრება დიდებული ადამიანის გვერდით გავატარე. ღირსეული კაცის სახელი, არაჩვეულებრივი შვილი და ზღვა სიყვარული დამიტოვა. ახლა მარტო სიარული უნდა ვისწავლო… ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!" - წერს მარი მესხი.