თეგებით ძიება

საქართველოში მწვანილი შარშანდელთან შედარებით 5-ჯერ გაძვირდა

საქართველოში მწვანილზე ფასები იზრდება. EastFruit-ის მონიტორინგის თანახმად, რომელიც 11 აგვისტოს მონაცემებს მოიცავს, ქინძის საშუალო საბითუმო ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ მაღალია. წელს 1 კილოგრამი ქინძის ფასი 15 ლარია, მაშინ, როცა შარშან ამ დროს მისი ფასი 3 ლარს არ აღემატებოდა.

ძირითად მიზეზად უამინდობა სახელდება. ქინძი და კამა, რომლის მოსავალიც აგვისტოს დასაწყისშია, ივნისში დარგეს. წლევანდელი მოსავალი ძლიერმა წვიმებმა დააზარალა, რამაც საბოლოოდ დაბალმოსავლიანობა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ მწვანილის ამ სახეობას შორის ყველაზე ნაკლებად ოხრახუში გაძვირდა. წელს კილოგრამის ფასი 5 ლარს შეადგენს, შარშან ამ დროს კი მისი ფასი 3 ლარი იყო. ბაზრის ადგილობრივი მონაწილეების თქმით, წელს ოხრახუშის მეტი მოსავალია. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ერთი ოხრახუშის მცენარისგან უფრო მეტი მწვანილის მოპოვებაა შესაძლებელი, ვიდრე ქინძისა და კამასგან. ამრიგად, ოხრახუშის ბაზრის დეფიციტი ნაკლებად მძიმე აღმოჩნდა.

მწვანილის გვიან დარგვის შედეგად, ფერემერები გაცილებით კარგ მოსავალს ელოდებიან, რადგან მწვანილზე მზე უფრო დადებითად მოქმედებს, ვიდრე უხვი ნალექი.

წყარო: bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა