თეგებით ძიება

„არც ერთი მათგანი არ ჩასულა ტრაგედიის ადგილზე და ასე ჰაერზე ითხოვენ კომისიის შექმნას“ - ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციაზე

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიცია შოვის ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენებას ცდილობს.

„ოპოზიცია ითხოვს შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას.  ეს არაფერია, თუ არა ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება!  არც ერთი მათგანი არ ჩასულა ტრაგედიის ადგილზე, არც ერთი წამით. არც ერთ მათგანს ადგილზე არ უნახავს სიტუაცია და ასე ჰაერზე ითხოვენ კომისიის შექმნას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ბინძურ ბუნებას. წარმოიდგინეთ, რაღაც ტრაგიკულ მოვლენებზე ითხოვდე კომისიას და ნანახი არ გქონდეს, რა და როგორ მოხდა...“ - წერს ნიკოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა