თეგებით ძიება

ადიგენსა და აბასთუმანში ძლიერმა სეტყვამ მანქანები, ხილი და ნათესები დააზიანა

დღეს, 21 აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები და დაბა აბასთუმანი დაისეტყვა, ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ მანქანები, ხილი და ნათესები დააზიანა.

კონკრეტულად რამდენ სოფელში იყო ძლიერი სიტყვა და რა ოდენობის ზარალი მიადგა მოსახლეობას ამ ეტაპზე უცნობია, პასუხს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიიდან ველოდებით.

"ფაქტობრივად გაგვანადგურა, მთელი მოსავალი დაგვიზიანა. მეზობლების მანქანებს სეტყვამ მინები ჩაუმტვრია",– გვითხრა სოფელ ჩორჩანში მცხოვრებმა, მარიკა ფოფხაძემ.

ძლიერი სეტყვა იყო კახარეთშიც.

მიმდინარე წელს ადიგენის მუნიციპალიტეტი სტიქიამ არაერთხელ დააზრალა.

გასული თვის მონაცემებით, ტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 000 000 ლარს გადააჭარბა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  21 და 22 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში სამცხე-ჯავახეთში დროგამოშვებით წვიმა, ელჭექი, სეტყვა მოსალოდნელი.

წყარო: sknews.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა