თეგებით ძიება

სტიქიის ზონაში დაკარგულია 5 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი - უახლესი ცნობები შოვიდან

ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის მო­ად­გი­ლის, ლე­ვან შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რია აღარ დარ­ჩა.

მი­სი­ვე თქმით, მო­ქა­ლა­ქე­თა თხოვ­ნით, მი­წის მა­სის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ხელ­მე­ო­რედ და­მუ­შავ­და.

ასე­ვე, რო­გორც მე­რის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, 28 ნა­პოვ­ნი გარ­დაც­ვლი­ლი­დან, 2-ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა დღემ­დე ვერ მო­ხერ­ხდა.

"გვი­ან ღა­მით სამი ადა­მი­ა­ნი სო­ფელ ლაგ­ვან­თა­ში გად­მო­ას­ვე­ნეს. 28 გარ­დაც­ვლი­ლი­დან, ამ­ჟა­მად 2-ს დნმ კვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა. აღარ დარ­ჩა არ­ცერ­თი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი, რო­მე­ლიც და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი არ არის. მო­ქა­ლა­ქე­თა თხოვ­ნით, მი­წის მა­სის გარ­კვე­უ­ლი ად­გი­ლე­ბი ხელ­მე­ო­რედ და­მუ­შავ­და.

გარ­და ამი­სა, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რო­გორც მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხის, ისე მდი­ნა­რე რი­ო­ნის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეწყო­ბა კუნ­ძუ­ლე­ბი, ფორ­მირ­დე­ბა კა­ლა­პო­ტე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან შე­რა­ზა­დიშ­ვილ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ჯერ კი­დევ ეძე­ბენ 5 და­კარ­გულ ადა­მი­ანს, სა­ი­და­ნაც 4 ბავ­შვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა