თეგებით ძიება

“ასე მუშაობს მანკიერი სისტემა, როგორც კი ადამიანი დისკომფორტს შეუქმნის, პროკურატურა თაროზე შემოდებულ საქმეს მტვერს გადაწმენდს” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სეისმოლოგ, თეა გოდოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ასე მუშაობს მანკიერი სისტემა:

პროკურატურის თაროებზე ათასობით ასეთი ე.წ. საქმე დევს, რომელსაც წლების განმავლობაში მტვერი ედება სამართლებრივი უპერსპექტივობის გამო.

როგორც კი ადამიანი დისკომფორტს შეუქმნის სისტემას, პროკურატურა გადაწმენდს მტვერს და გაააქტიურებს ერთადერთი მიზნით – შეაშინოს, დათრგუნოს და ენა ჩააგდებინოს.

ეს იმათთვის დავწერე, შოვის ტრაგედიის გამოძიების შსს-დან პროკურატურაში გადატანას რომ ითხოვენ…ვითომ ეს რამეს შეცვლის…” – წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, დღეს რუსთავი 2-მა სეისმოლოგ თეა გოდოლაძეზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ის ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა