ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში მშენებარე ხიდის ჩამონგრევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ინდოეთის მიზარამის შტატის ქალაქ საირანგში მოხდა.
დაღუპული არიან მუშები. შემთხვევის შედეგად ასევე არიან დაშავებულები. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.