თეგებით ძიება

აუცილებელია რიკოთის უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტი - ანა ნაცვლიშვილი

აუცილებელია რიკოთის უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტი! - ხელისუფლება და მისი პროპაგანდა ვერ გადაიტანს ყურადღებას შინაარსობრივი უსაფრთხოების საკითხებიდან კონკრეტულ ადამიანებზე, არ გამოგივათ! - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მან უკვე ოფიციალურად მიმართა ინფრასტრუქტურის მინისტრს, საგზაო დეპარტამენტს და ეკონომიკის მინისტრს და ითხოვს კონკრეტულ პასუხს, ჩატარდება თუ არა რიკოთის საერთაშორისო აუდიტი სანდოობის მქონე პროფესიონალთა ჯგუფის მიერ.

"ლელო" კვლავ დღის წესრიგში ვაყენებთ რიკოთზე მიმდინარე მშენებლობის საერთაშორისო აუდიტირების საკითხს. აუცილებელია საერთაშორისო რეპუტაციის და სანდოობის მქონე პროფესიონალთა ჯგუფმა ჩაატაროს რიკოთის უსაფრთხოების, გარემოს დაცვითი საკითხების და ფინანსური აუდიტი. ორი კვირაა "ლელომ" ეს წინადადება გააჟღერა და მიმართა ხელისუფლებას და ვინაიდან ამ დრომდე პასუხგაუცემელია ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, გარემოს დაცვასთან, ირგვლივ მცხოვრებლებზე ზემოქმედებასთან და ა.შ. ჩვენ ყოველგვარი მიკიბვ- მოკიბვის გარეშე მივამართავთ ხელისუფლებას და ველოდებით პასუხს: კი-ს ან არა-ს. მე უკვე ოფიციალური წერილით მივმართე შესაბამის უწყებებს: ინფრასტრუქტურის მინისტრს, საგზაო დეპარტამენტს, ეკონომიკის მინისტრს და მათ აქვთ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომ 10 დღის განმავლობაში პასუხი ჩამოაყალიბონ, რომელიც არის კი ან არა და არა ზოგადი პასუხები,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა