თეგებით ძიება

"რუსული ყაიდის რეჟიმი..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი თეა გოდოლაძის საქმეზე?

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული ყაიდის რეჟიმი პირად ცხოვრებას, არალეგიტიმური მეთოდებით იყენებს პოლიტიკურად აქტიური ადამიანების წინააღმდეგ.

"თეა გოდოლაძის ამბავს გვიან დავეწიე. 

მე მართლა არ ვიცი მის პირად ცხოვრებაში რა ხდება. ვერც იმაზე ვიდავებ მისი პირადი ცხოვრების ინციდენტებში ვინ არის დამნაშავე - არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია და არა იმიტომ, რომ ძალადობა მიმაჩნია პირად საქმედ.

რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ რუსული ყაიდის რეჟიმი პირად ცხოვრებას, არალეგიტიმური მეთოდებით იყენებს პოლიტიკურად აქტიური ადამიანების წინააღმდეგ. 

არაერთი შემთხვევა გვახსენდება. 

პირადი ცხოვრებით შანტაჟის მთავარი მსხვერპლი მეტწილად “მეორეხარისხოვანი მოქალაქეები” - ქალები და სექსუალური უმცირესობებია. 

რამდენჯერაც და რა ხმამაღლაც არ უნდა დავგმოთ რეჟიმი ამის გამო, ეს მოცემულობა ასეთად დარჩება, ვიდრე რეჟიმი დემოკრატიული ძალით არ გამოიცვლება. სხვანაირად ეს რეჟიმი ვერ მოიქცევა. ის თვისობრივად და არსით ასეთია. 

ამიტომ რეჟიმის ყველა ოპონენტს, ვისაც ამ ბინძური მეთოდით ებრძვიან ჩემი უპირობო მხარდაჭერა აქვს და თუ unsolicited რჩევას მიიღებენ, არ გაჩერდნენ და გზა განაგრძონ ისე, როგორც საკუთარი რწმენა კარნახობთ.  

რეჟიმი უნდა დაბლაგვდეს და  შეიცვალოს.

არ დაბლაგვდება, თუ მიზანს მიაღწია და ამ მეთოდებით ოპონენტები გააჩერა", - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა