თეგებით ძიება

პუტინმა თუ გადაწყვიტა საქართველოში შემოვიდეს, მაჭარაშვილის „კუდის ქიცინის“ გამო იტყვის უარს? - პაატა მანჯგალაძე

რუსული დაკვეთაა საქართველოს საერთაშორისო იზოლირება, რომ პუტინისთვის ადვილი ნადავლი გახდეს - პუტინმა თუ გადაწყვიტა საქართველოში შემოვიდეს, მაჭარაშვილის "კუდის ქიცინის" გამო იტყვის უარს?! - ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე იმ ფაქტს, რომ ათენის სამიტს, რომელიც 21 აგვისტოს გაიმართა, ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი 8 ქვეყნის ლიდერებთან ერთად საქართველოს წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

ის აქვე გამოეხმაურა დიმიტრი მედვედევის განცხადებას და აღნიშნა, რომ აქაც ჩანს, რა მოუტანა საქართველოს "კუდის ქიცინის " პოლიტიკამ.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება (ათენის სამიტთან დაკავშირებით) არის იმ მავნებლური ხაზის გაგრძელება, რასაც "ქართული ოცნება" ატარებს. რუსული დაკვეთაა საქართველოს დისტანცირება ყველა საერთაშორისო ფორუმიდან, მისი იზოლირება, რომ პუტინისთვის ადვილი ნადავლი გახდეს. ეს არის გეგმა - საქართველო პარტნიორებისა და მოკავშირეების გარეშე. როგორც 1921 წელს მოახდინა რუსეთმა ოკუპაცია, ისე რომ მოკავშირე არ გვყავდა, ასეთივე სცენარით უნდათ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხელყოფა. ჩვენ ვაფრთხილებდით მოქალაქეებს, რომ მიმდინარეობს შეთქმულება ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამას ვხედავთ ახლა ჩვენ", - ამბობს მანჯგალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა