თეგებით ძიება

მოდი და დაიჯერე, რომ ნამდვილად ებრძვიან ოკუპანტებს - შალვა ნათელაშვილი „მთავარი არხის“ წინააღმდეგ

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„აფხაზეთის და ცხინვალის რუსეთზე მიერთების იდეასთან დაკავშირებით  მედვედევის  განცხადების გამო ჩემი  დღევანდელი მოთხოვნა ჰააგის ტრიბუნალისადმი რუსეთის ექსპრეზიდენტის  საპატიმრო სანქციის გაცემაზე   საერთოდ არ გააშუქა ე.წ მთავარმა არხმა.  მოდი და დაიჯერე,რომ ეს ტელევიზია  მისი ფაქტობრივი  მეპატრონეები რომელთა ვინაობაც ცნობილია  ნამდვილად ებრძვიან ოკუპანტებს. სამწუხაროდ ისინი იბრძვიან ხელმეორედ აღზევებისათვის და ქართველი ხალხი მათთვის  კვლავ მიზნის მისაღწევი საშუალებაა. ერთადერთი კითხვაღა მაწუხებს რა განსხვავებაა  ტელეკომპანია იმედსა და ამ ვითომ ოპოზიციურ არხს შორის“ - წერს ნათელაშვილი.

ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევის ცობილი განცხადების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  დმიტრი მედვედევის დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა.მან ასევე მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, მოიწვიონ რიგგარეშე სხდომა და გამოხატონ შესაბამისი რეაქცია მედვედევის განცხადებებზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა