თეგებით ძიება

"20 დღე, ხელში თოჯინით ეძებდა საკუთარ ოჯახს, ბოლოს ცხედრებიც სანატრელი გაუხდა. ასეთია სინამდვილეში ჯოჯოხეთი" - ნანუკა ჟორჟოლიანი გიო დუდაშვილზე

გიო დუდაშვილი, კაცი თოჯინით ხელში შოვის სტიქიიდან, რომელიც ყველას გახსოვთ, მესამე შვილიც ანასტაციას იპოვა. ოჯახის ოთხ წევრს ქაშუეთიდან 26 აგვისტო გასვენებენ.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება.

"20 დღე, ხელში თოჯინით ეძებდა საკუთარ ოჯახს, სრული შემადგენლობით. ბოლოს ცხედრებიც სანატრელი გაუხდა. ასეთია სინამდვილეში ჯოჯოხეთი. ახლა ღმერთს მხოლოდ ის უნდა ვთხოვოთ რომ ეს კაცი გადარჩეს. უბრალოდ გადარჩეს. დანარჩენი შანსი არაა მოახერხოს. 

შოვის ამბავს ტრაგედია არა, ჯოჯოხეთი ჰქვია", - წერს ტელეწამყვანი.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა