თეგებით ძიება

"პრიგოჟინის ამბავმა კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) შეგვახსენა, რა ფასი აქვს კრემლთან დადებულ ნებისმიერ შეთანხმებას" - რას წერს ზურაბ ბატიაშვილი?

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ვაგნერის” დამფუძნებელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება.

"პრიგოჟინის ამბავმა კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) შეგვახსენა, რა ფასი აქვს კრემლთან დადებულ ნებისმიერ შეთანხმებას.

ამიტომ ვისაც დღეს ჯერ კიდევ აქვს რუსეთთან რამის “მოგვარება-დალაგების” იმედი, ან შეგნებული მოღალატეა ან სრული იდიოტია.

პრიგოჟინის მკვლელობა კარგი მაგალითია იმისა, თუ რითი ასრულებენ ბოროტების იმპერიის მსახურნი. 

მაგრამ ამაზე რომ დაფიქრდნენ, სულ ოდნავი ტვინი მაინც საჭიროა, რაც მათ არ გააჩნიათ.

რომ გააჩნდეთ, აქამდეც ხომ არ იქნებოდნენ რუსეთუმეები?!", - წერს ანალიტიკოსი.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. 

BBC-იმ დაწერა, რომ რუსეთში, ავიაკატასტროფაში, სავარაუდოდ "ვაგნერის დაჯგუფების" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაიღუპა ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა