"ამ სიზმრიდან ზუსტად ერთ კვირაში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა...“ - რას ამბობს მარინა კახიანი?
მსახიობი, მარინა კახიანი თავისი წინასწარმეტყველური სიზმრის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.
"სანამ ჩემი მეუღლე გარდაიცვლებოდა, სიზმარი ვნახე – რუსთაველის პროსპექტზე მე და ჩემი შვილი მივრბოდით. პროსპექტი რაღაც უცნაურად მაღალზე იყო, სახლები კი მასთან შედარებით – დაბლა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა. უცებ მე ზურგში დამჭრეს. ავიყვანე ჩემი შვილი და დაჭრილმა გავაგრძელე სირბილი. ამ სიზმრიდან ზუსტად ერთ კვირაში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. აი, ასეთი სევდიანი სიზმარი ვნახე, რომელიც ამიხდა…“, - ამბობს მარინა კახიანი.