თეგებით ძიება

ჩვენმა ოჯახმა რთული გზა გაიარა. დალხენილი, უზრუნველი ცხოვრების შემდეგ მძიმე დროც დაგვიდგა - რას ამბობს ბაბი კირკიტაძის დედა?

ჩვენმა ოჯახმა რთული გზა გაიარა. დალხენილი, უზრუნველი ცხოვრების შემდეგ მძიმე დროც დაგვიდგა, საკმაოდ გვიჭირდა, - ამობობს მომღერალ, ბაბი კირკიტაძის დედა.

ყველაზე დიდი გულშემატკივარი ბაბისთვის ოჯახია, პირველ რიგში, დედა – ინგა ოდიკაძე, რომელიც შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. მათი დედაშვილობის საფუძველი მეგობრობა და გულწრფელობაა. ქალბატონი ინგას დამსახურებაა, რომ ბაბი ასეთი შრომისმოყვარე, გახსნილი და ლაღია.

ქალიშვილის დიდი წარმატებით გამოწვეულ ემოციებზე, ოჯახზე, ცხოვრების მთავარ პრინციპებსა და დედაშვილობაზე ქალბატონი ინგა ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა.

„24 წლის ვიყავი, როცა ბაბი გაჩნდა, ღამის პირველი ხდებოდა. ყველა დედამ იცის, რა ბედნიერებაა, როცა პირველად ხდები დედა, ამაზე არ ვისაუბრებ. როგორც კი დავხედე, ვიფიქრე, მარტო ჩემი კი არა, ასე მგონია, ყველას შვილი დაიბადა-მეთქი. სანამ საავადმყოფოში ვიყავით, ღამე რამდენჯერმე ვდგებოდი, რომ დამეხედა, ხომ სუნთქავს, რამე ხომ არ სჭირდება-მეთქი. მთელი პერსონალი ამბობდა, ძალიან კარგი, ყურადღებიანი დედა იქნებიო.

ბაბის კარგი ბავშვობა ჰქონდა, იმ დროისთვის ფინანსურად ღონიერი ოჯახი ვიყავით. ეს საშუალებას მაძლევდა, გამოვლენილი ნიჭის კვალადაკვალ მისთვის ყველა პირობა შემექმნა, რომ მრავალმხრივ განვითარებულიყო. დამყავდა მუსიკაზე. ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში იყო, 5 წლის, როცა რამდენიმე მშობელმა გადავწყვიტეთ, ჩვენი შვილები ცეკვაზე მიგვეყვანა. სკოლაში იყო ცეკვის ანსამბლი. გვითხრეს, რომ პატარები იყვნენ, ყოყმანობდნენ, მიეღოთ თუ არა, მაგრამ შესანიშნავად აითვისეს მარტივი ილეთები. შემდეგ კი ტოლს არ უდებდნენ მოზრდილებსაც.

აქტიური ბავშვი იყო, ყველაფერი კარგად გამოსდიოდა, თანატოლებში გამოირჩეოდა. როგორც ხდება ხოლმე, ზოგს არ მოსწონდა, ასეთი გამორჩეული რომ იყო, უსამართლო შენიშვნებს აძლევდნენ. ვეუბნებოდი, არასდროს არავისთვის გაეცა პასუხი. შენ უნდა იყო კარგი, უნდა დაამტკიცო, რომ ღირსეული პიროვნება გაიზრდები, მერე რა, რომ ვიღაცამ ვერ მოზომა, სიტყვით გატკინა, იქნებ მას ოჯახში პრობლემა აქვს, იქნებ გაღიზიანებულია, გაივლის დრო და ყველაფერი დალაგდება-მეთქი.

გონიერი იყო, დამჯერი, ყურადღებიანი, დიდი სიყვარულით ვზრდიდი, ამასთანავე მკაცრიც ვიყავი, მომთხოვნი, ვაჩვევდი წესრიგს, სისუფთავეს, თავისი ნივთების მოვლას. თან ვცდილობდი, შვილის მეგობარიც ვყოფილიყავი, მაგრამ არასდროს წამიშლია ზღვარი, რაც დედაშვილობას შორის უნდა იყოს. დღემდე ასეა, ერთმანეთის კარგი მეგობრები ვართ. ბაბი უდიდეს პატივს სცემს ჩემს აზრს. მეც ვითვალისწინებ შვილის მოსაზრებებს. თანხმობით, სიყვარულით, ზრუნვით, ერთობით ვცხოვრობთ მთელი ოჯახი...

ადამიანები იმიტომ ვცხოვრობთ, რომ შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ სხვებს ცხოვრება, დავეხმაროთ, როცა მათ სჭირდებათ, განსაკუთრებით, თუ საქმე ჯანმრთელობას ან განათლების მიღებას ეხება. დღეს ისეთი ცხოვრებაა, ზედმეტი არავის აქვს, გამონაკლისების გარდა, მაგრამ უნდა მოიკლო და სხვასაც გაუზიარო. ბაბიმ ეს კარგად იცის, ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის.

ჩვენმა ოჯახმა რთული გზა გაიარა. დალხენილი, უზრუნველი ცხოვრების შემდეგ მძიმე დროც დაგვიდგა, საკმაოდ გვიჭირდა, ყველაფერი დავძლიეთ და ვიცით, რა არის სიკეთე. ზოგადად სამყაროში სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს, სხვანაირად, ცხოვრებას აზრი არ ექნება.

რაც ბაბი პოპულარული გახდა, სულ მეშინოდა, ამ პოპულარობას ცუდად არ ემოქმედა, ამიტომ ვესაუბრებოდი მუდმივად. მახსოვს, პირველი ხელფასი რომ მოიტანა, კარზე ფეხით მოაკაკუნა, ხელები დაკავებული ჰქონდა. ვუსაყვედურე. ერთი წლის შემდეგ მითხრა, მივხვდი, დედა, რატომ მისაყვედურე, გინდოდა, რომ თავმდაბალი დავრჩენილიყავი და არ მეფიქრა, რომ მე უკვე ყველაფრის უფლება მქონდაო", - ამბობს ბაბის დედა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა