თეგებით ძიება

"გასაპნული ბავშვი დამრჩა აბაზანაში, რამდენიმე საათში მოვიდა წყალი, ოღონდ ისეთი ტალახი მოდიოდა..." - რას წერს მეგი გოცირიძე

გასაპნული ბავშვი დამრჩა აბაზანაში, რამდენიმე საათში მოვიდა წყალი, ოღონდ ისეთი ტალახი მოდიოდა, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი.

"სამი დღის წინაც, რომ  მოულოდნელად დაწყვიტეს და გასაპნული ბავშვი დამრჩა აბაზანაში, ეს გავიარე, რამდენიმე საათში მოვიდა , ოღონდ ისეთი ტალახი მოდიოდა საათზე მეტ ხანს მქონდა მოშვებული ყველგან და ახლა კიდევ,  მეორე დღეა წყალი არ მოდის ამ სიცხეში და წარმოიდგინეთ  მარტო 4 ბავშვს რა რაოდენობოს წყალი სჭირდება , უფროსებზე რომ არაფერი ვთქვა,  და კითხვაზე პასუხად თუ როდის მოვა წყალი, იცით რა პასუხი მივიღე? დენი არ მოგვეწოდება და როცა განახლდება ელ.ენერგიის მოწოდება, მაშინ განახლდება წყლის მოწოდებაო, მართლა პურზე ტალონები დარჩა შემოსაღები , ალბათ მალე იქნება ეგეც, და ტრადიციის აღდგენა - აეროპორტის ტრასის გადაკეტვა დენის და ახლა უკვე წყლის მოწოდების მოთხოვნით!!!

პ.ს. ჩემი დედამთილი რომ გარდაიცვალა, დეტალებზე არ შევჩერდები და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სამი დღე მიცვალებული გვესვენა ოჯახში და სამძიმარს სანთლის შუქზე ვიღებდით!!! 

ჰოდა ახლა, მაქს. ორ საათში არ მოვა წყალი და აეროპორტის გზა გადაიკეტება!", - წერს მეგი გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა