თეგებით ძიება

დადასტურდა ზაზა მესხის დაღუპვა - მისი ამოცნობა ნიშნობის ბეჭდით მოხდა, სადაც წერია "ალინა“

საპატრიარქოს კალიგრაფი, რაფაელ გოგიტიძე სოციალურ ქსელში ადასტურებს ინფორმაციას, რომ შოვში 24 აგვისტოს მაშველების მიერ ნაპოვნი ცხედარი ზაზა მესხს ეკუთვნის.

იგი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ცხედრების ამოცნობა ნიშნობის ბეჭდებით მოხდა, სადაც ცოლ-ქმრის სახელები იკითხება.

"რამდენიმე დღის წინ, ქალბატონის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა ზაზა.

გუშინ მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ალინა.

ეს ზაზას და ალინას სურათია, ორთავე ბეჭდით ერთად, ეხლახანს ზაზას 50 წლის იუბილეზე გადაღებული.

- განისვენოს შენმა სულმა, იქ სადაც მართალნი განისვენებენ", - წერს რაფაელ გოგიტიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა