"რაც ვნახეთ, ეს მიუღებელი იყო ესპანელი ხალხისთვის" - ფეხბურთელის ტუჩებში კოცნის გამო, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი გააკრიტიკა, რომელმაც "ლა როხას" წევრ ჯენიფერ ერმოსოს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ტუჩებში აკოცა.
"ნაკრების ფეხბურთელებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ისეთი ქმედებები, როგორიც ბატონმა რუბიალესმა ჩაიდინა, გვაჩვენებენ, რომ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. რაც ვნახეთ, ეს მიუღებელი იყო, რადგან ის ესპანელი ხალხის ღირებულებებს არ შეესაბამება. ესპანეთის მთავრობა
ფეხბურთის ფედერაციას არ აკონტროლებს, თანამდებობებზე ვიღაცების დანიშვნა და მოხსნა ჩვენი საქმე არ არის. თუმცა ვთვლი, რომ ლუის რუბიალესისგან ბოდიში საკმარისი არ გახლდათ, ის უფრო ნათელი უნდა იყოს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას", - განაცხადა სანჩესმა.
ესპანეთის ვიცე-პრემიერმა იოლანდა დიასმა რუბიალესს გადადგომისკენ პირდაპირ მოუწოდა.