თეგებით ძიება

„მთელი ცხოვრება გაფანტულ მეგობრებს ვაგროვებ. აი, შეგროვდნენ, მამის ნუგეშად…” - ნატო ჭელიძის თანაკლასელის ემოციური პოსტი

შოვში დაღუპულ, ნატო ჭელიძეს თანაკლასელი, თეო ბერუჩაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის.

„მთელი ცხოვრება გაფანტულ მეგობრებს ვაგროვებ. აქამდე ყველა შემხვედრი სახელი და გვარი მახსოვს და ერთადერთი სურვილი მაქვს ფიზიკურად თუ არა კეთილი სურვილებით მივწვდე და ვიმშვიდობო.

მშვიდობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დიდი ხანია ამქვეყნად საკუთარი თავის ყოფნის დანიშნულებაც ხშირად დამიყენებია ეჭვქვეშ, როცა ბევრად პატარები და მთლად ბავშვები მიდიან. წასვლაც არის და წასვლაც.

3 აგვისტოს შემდეგ კი ფრთებდაშვებული და მთლად მოდუნებული ვარ. იმედებს ვაკოწიწებ და გზა და გზა მემსხვრევა. ბოლო აღარ უჩანს ტკივილს, სასოწარკვეთას. თითოეული ჩამქრალი სიცოცხლე მტკივა და ჩემს ბავშვობასთან ერთად ამდენ იალაღზე საფრენ დამეწყრილ სულს ვერ ვუამდები.

ნატო, ჩემი უწყინარი თანაკლასელი, ჩუმი, კეთილი,თვალებში ჩამდგარი სევდით, მორიდებული ღიმილით და დიდი, სამყაროს ტოლი გულით…

წინსაფარზეც ბოლო ზარის უცნაური სურათით…

ლუკას,

ანდრიას,

ანასტასიას

ტკბილი დედიკო…

შვებაა ის, რომ ყველა ერთად იქნება აწი, მეუღლისთვის ერთადერთი გზა სასულსწრაფო, მათ დავანებულ სულთა სამყოფელი გახდება… მთელი ცხოვრება გაფანტულ მეგობრებს ვაგროვებ. აი, შეგროვდნენ, მამის ნუგეშად…”, – წერს თეო ბერუჩაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შოვის ტრაგედიას გიორგი დუდაშვილის ოჯახის 4 წევრი, მეუღლე და სამი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა