ეს ყველაფერი ჯოჯოხეთია, შოვი ჩემთვის დასრულდა - რას ამბობს დავით ჯელაძე?
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაო ამ დრომდე მიმდინარეობს. სამძებრო არეალი გუმათჰესის ტერიტორიამდე აღწევს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტი შეცვლილია.
კალაპოტებში ნაპოვნია საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა, რის გამოც იმატებს დაკარგულების პოვნის ალბათობა. სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.
დღეს დილით დადასტურდა, ზაზა მესხის გარდაცვალება. მისი ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით იპოვეს.
შოვის ტრაგედიას გადარჩენილი, დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შოვი მისთვის დასრულდა.
"შოვი ჩემთვის დასრულდა... რაჭა შოვის გარეშე. იქ აღარასდროს ავალ...",-წერს დავით ჯელაძე.