“ქართული საპენსიო ფონდის სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიების წილის მფლობელები, როგორებიცაა Toyota, Apple, Samsung, Louis Vuitton და ა.შ.” - გოგა მელიქიძე (ვიდეო)
გოგა მელიქიძე - “ქართული საპენსიო ფონდის სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიების წილის მფლობელები, როგორებიცაა Toyota, Apple, Samsung, Louis Vuitton და ა.შ.” - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა.
6 სექტემბრის შემდეგ საპენსიო დანაზოგები ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან ან მაღალრისკიან პორტფელში გადანაწილდება.
კანონის თანახმად, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო აქტივების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებადრისკიან პორტფელში ხორციელდებოდა — ეს წესი უკვე აღარ მოქმედებს და თუ თავად არ აირჩევთ, რომელი პორტფელი გსურთ, სააგენტო თქვენ ნაცვლად გადაწყვეტს.