თეგებით ძიება

შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნი 31 ცხედრიდან 29 იდენტიფიცირებულია, 2 ადამიანის ძებნა გრძელდება - ონის მერი

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქეა ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული და 2 ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს, როგორც უშუალოდ სტიქიის ლოკაციებზე, ასევე, მდინარეებზე. მოგეხსენებათ ჩართულია სამაშველო სამსახურების მიერ მობილიზებული მცურავი საშუალებები და მიმდინარეობს, როგორც მდინარის კალაპოტებში, როგორც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გაზრდილი არის არეალი“, - აცხადებს სერგო ხიდეშელი.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.

ამ დროისთვის 31 ცხედრიდან 29 იდენტიფიცირებულია, 2 ადამიანის ძებნა გრძელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა