თეგებით ძიება

მოვიდა დრო, თბილისმა აღიაროს ობიექტური რეალობა, ცხინვალი და სოხუმი - დიმიტრი მედვედევი

ე.წ. აღიარების მე-15 წლისთავი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, 26 აგვისტოს, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმაც მიულოცა. ის იმეორებს კრემლის ძველ გზავნილებს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.

„ვთვლი, თბილისისთვის მოვიდა დრო, აღიაროს ობიექტური რეალობა და შეუდგეს თანასწორუფლებიან დიალოგს სოხუმსა და ცხინვალთან, ძალის არგამოყენების გარანტიების საფუძველზე. ეს ყველა მხარის გრძელვადიან ინტერესებში შედის“, - ამბობს მედვედევი მისალოც მიმართვაში, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკების მედიაც ავრცელებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავს აღნიშნავენ. ცხინვალში აცხადებენ, რომ, შაბათს, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან 20-ზე მეტი ოფიციალური დელეგაცია უკვე ჩავიდა. ჩამონათვალში დასახელებულია რუსეთის დუმა.

ცხინვალის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი. მას ახლავს რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა, რომელზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) დაპატიმრების ორდერი გასცა.

25 აგვისტოს რუსეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს, შეხვდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა