,,ზოგიერთების მზაკვრობას ჩვენი ქვეყნის ისტორიის მიმართ გასაქანი არ ექნება“ – გოგა ჩანადირი
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.
„ვიღაცები განგებ აფათურებენ ხელს დიდი ქართველების ისტორიაში.
ცდილობენ დააკნინონ ჩვენი მატიანე და ისტორიული პიროვნებები, გააუფასურონ ქართული წარსული და წინაპართა ღვაწლი.
ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა, უპატიებლობაა.
საქართველოს ისტორიაში არაერთი შავი ლაქაა, მაგრამ უფრო მეტია გმირობა, ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავდადება, ერთგულება და ბრძოლა – ბრძოლა სამშობლოსთვის, ბრძოლა თავისუფლებისთვის, ბრძოლა მომავლისთვის.
ხოდა, ზოგიერთების მზაკვრობას ჩვენი ქვეყნის ისტორიის მიმართ გასაქანი არ ექნება. დიადი წინაპრების სამშობლოა საქართველო“, - წერს ჩანადირი.