თეგებით ძიება

სიზმარი ვნახე, თითქოს ზემოდან დავყურებდი ლაფის, დიდი მორების, ლოდების ტრიალს... არც სუნი მაწუხებდა და არც ხმაური - რას წერს ზაზა მესხის ახლობელი?

სიზმარი ვნახე, თითქოს ზემოდან დავყურებდი ლაფის, დიდი მორების, ლოდების ტრიალს...  არც სუნი მაწუხებდა და არც ხმაური, - ზაზა მესხის ახლობელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს.

„დღეს „დნმ“ ტესტირების მე-5 დღეა, რამაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს ზაზას და მოზარდის ცხედრების კუთვნილება.

- წუხელ სიზმარი ვნახე, თითქოს ზემოდან დავყურებდი ლაფის, დიდი მორების, ლოდების ტრიალს... ყველაფერი წარმოუდგენლად ნათელი იყო, არც სუნი მაწუხებდა და არც ხმაური, ავდიოდი მაღლა და მაღლა...ეს ყველაფერი ზაზას დანახულს ჰგავდა, კი, ზაზას თვალებით დავყურებდი... ხანმოკლე იყო ეს ჩემი სიზმარი, მაგრამ იყო კი იგი სიზმარი?!- ზეცაში, მარადიულ ნათელში მიითვისოს შენი უკვდავი სული, ჩემო ძმაო ზაზა!““,- წერს ზაზას ახლობელი.

შოვში ორ დაკარგულს ისევ ეძებენ. სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 31 გარდაცვლილის ცხედარი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია. ორი გარდაცვლილის ვინაობის დასადგენად ექსპერტიზა ტარდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა