საპენსიო ფონდი გასაუქმებელია, რადგან ადამიანის სურვილებზე მორგებული არ არის - ალექსანდრე რაქვიაშვილი
ზოგადად საპენსიო ფონდი გასაუქმებელია, რადგან ის არ არის მორგებული ადამიანის სურვილებზე, სხვანაირად ის იქნებოდა ნებაყოფლობითი, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„იმიტომ არის სავალდებულო, რომ ვერც მთავრობა და ვერც საპენსიო ფონდი ვერ არწმუნებს ადამიანს, რომ ამ ფონდში უნდა იყოს ადამიანი. ის რაც მოხდა აგვისტოში, როცა ფონდმა ხალხი გადაიყვანა სარისკო პორტფელში და ამას მოჰყვა ხალხის რეაქცია, კიდევ ბევრ კითხვას აჩენს", - აცხადებს რაქვიაშვილი.
დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეები 2028 წლამდე, ნაკლებად რისკიან პორტფელში დარჩებიან. კანონპროექტზე პარლამენტი ოთხ სექტემბერს, მეორე მოსმენით იმსჯელებს.