სამწუხაროა, მაგრამ შემდეგი თამაში უნდა მოვიგოთ - რას ამბობს ზაზა ფაჩულია?
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე სლოვენიასთან ჩვენი ეროვნული გუნდის თამაშს საქართველოს ნაკრების ყოფილი ლიდერი ზაზა ფაჩულია ესწრებოდა. ვეტერანი კალათბურთელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და დარწმუნებულია, რომ ჩვენი ნაკრები მომდევნო ეტაპზე ითამაშებს:
„სამწუხაროდ, დღეს სლოვენიასთან დავმარცხდით, მაგრამ პირველი ტაიმი კარგი იყო ჩვენთვის, კარგად ვთამაშობდით. ზუსტად ისეთი თამაში იყო, როგორიც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ერთ პერიოდში გაგვექცა თამაში, დავკარგეთ კონტროლი. სლოვენია გამოცდილი გუნდია და საუკეთესო მოთამაშე ჰყავთ – ლუკა დონჩიჩი. თუმცა, ყველაფერი წინ არის. ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენს მომავალს, ვგულისხმობ შემდეგ ეტაპზე გადასვლას. შემდეგი თამაში უნდა მოვიგოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. კარგია, რომ ბიჭებს დასვენების საშუალება ექნებათ. ეს მნიშვნელოვანია, რომ მოემზადონ შემდეგი თამაშისთვის, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გადავალთ შემდეგ ეტაპზე და მიზანიც სწორედ ეს არის. ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, ისევ გვერდში დავუდგეთ ჩვენს ნაკრებს“, - თქვა ფაჩულიამ.
ხვალ, 30 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გუნდი ვენესუელის ნაკრებს დაუპირიპირდება. მატჩი თბილისის დროით 11:50 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.