"თქვენ თუ „სვეცკობა“ ოჯახების დანგრევა, ცოლის გამოყენება და სამი მილიონი ადამიანის წინაშე დამცირება და მერე თავაწეული სიარული გგონიათ, დაე იყავით „სვეცკები“ - რას წერს თაია ჭიჭინაძე?
თაია ჭიჭინაძე სალომე უშხვანისა და მისი უახლოესი მეგობრის კონფლიქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მინდა, საჯაროდ გამოვხატო აზრი გუშინ კლუბ სოჰოში მომხდარ ინციდენტზე... მე ადამიანი ვარ, მე ქალი ვარ, მე შვილი და მეგობარი ვარ და ამ ადამიანებს თქვენდა გასაკვირად მე ვუყვარვარ..
ჩემს ემოციებზე და განვლილ რამდენიმე თვეზე ბევრს არ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცემა და აუცილებლად ყველაფერს მოვყვები, მხოლოდ ერთს გეტყვით - თავიდან დავიბადე და ყველაფერი თავიდან ვისწავლე, სიარულით დაწყებული და ცხოვრებით დამთავრებული... ამ ყველაფრის მომსწრე, ყველა ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა ეს გზა ჩემთან ერთად გაიარა..
მე ჩემი ქალაქი, ჩემი სახლი დავტოვე და ბათუმში გადმოვიხვეწე უთქმელად და პასუხგაუცემლად... მე ცოლი ვიყავი, რომელსაც ბევრის უფლება მქონდა, მაგრამ ეს სამარცხვინო სპექტაკლი დავტოვე...
თქვენ ვერ გაიაზრეთ და არ გაიაზრეთ, რომ ჩემს უკან არიან ადამიანები, რომლებიც პოპულარობის და სელფების გამო არ გაგიღიმებენ... ანი არის გოგო, რომელიც ჩემთან და ნიკასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ზუსტად იმავენაირად ზრუნავდა ნიკაზე და მის ოჯახზე, როგორც მე და ზუსტად იმავენაირად იცის სიმართლე, როგორც მე... და ჰო თქვენ თუ „სვეცკობა“ ოჯახების დანგრევა, ცოლის გამოყენება და სამი მილიონი ადამიანის წინაშე დამცირება და მერე თავაწეული სიარული გგონიათ, დაე იყავით „სვეცკები“ და ჩვენ ვიქნებით „ქაჯები“.
მადლობა ანა იმისთვის, რომ არსებობ, იმისთვის რომ იზიარებ, იმისთვის რომ უპირობოდ გიყვარვარ...“ - წერს თაია.