თეგებით ძიება

მშიერი ვარ და ამიტომ ვდგავარ, ერგნეთიდან და ცხინვალიდან გამომაგდეს, აქედანაც მაგდებენ - გორში გარემოვაჭრეებს შლიან (ვიდეო)

ხმაურია დღეს დილიდან გორში - გარემოვაჭრეებმა გურამიშვილის ქუჩაზე მუშაობის გაგრძელება სცადეს.  მათ ხელი მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა შეუშალეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლის დროს ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ალტერნატიული ფართი, რომელსაც მათ მერია სთავაზობს, მომგებიანი არ არის და იქ ხალხი არ დადის.

"მშიერი ვარ და ამიტომ ვდგავარ. ჩემი შვილები მშივრები იქნებიან მე რომ არ ვიმუშაო, გაჭირვებულის ცხოვრებაა, ცუდად ვარ მე. ხეობაში ვცხოვრობდი ორი სახლი წამართვეს, დამინგრიეს, მთაში ცხოვრობდა მამაჩემი გამოაგდეს, ერგნეთში ვცხოვრობდი გამომაგდეს, ცხინვალში ვმუშაობდი გამომაგდეს, აგერ იქ ვიდექი გამომაგდეს, ახლა აქ ვდგავარ, აქედან მაგდებენ. აგერ კომფორტულად მაქვს გაშლილი, დილას აქ ერთი მანეთიანი ვერ ავიღე, მე მიხარია აქ ქუჩაში დგომა? ვის უხარია ეს მათხოვრული ცხოვრება, გინდ იქით გინდ აქა, აქ სულ მათხოვარი ხალხი დგას", - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა