თეგებით ძიება

შოვში დაზარალებული პირები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ - მთავრობა

მთავრობის განცხადებით, შოვის ტრაგედიის დროს დაზარალებული პირები, გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, შესაბამისი დადგენილების პროექტი მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

"ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას.

აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა