თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს - გია ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს - რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება ბილწია და ამ სიბილწესთან არის ნაზიარები ის აქტივობები, რომელიც დაგეგმა და რომელსაც ახორციელებს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი პრეზიდენტს ხმის მიწვდენა უნდა პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებისთვის, პარლამენტის ტრიბუნაც შეიძლება გამოეყენებინა ამისთვის, ისევე როგორც 26 მაისს გამართული ღონისძიება.

"კონსტიტუციის შესაბამის მუხლთან ასეთი უხეში თამაში პირველი შემთხვევა არ არის, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ყოველთვის ვთვლიდით, რომ არ უნდა შევიდეთ დაპირისპირების იმ ხარისხში, რომელმაც შეიძლება ქვეყანას პრობლემა შეუქმნას. მაგრამ წარმოიშვა არანაკლებ სერიოზული პრობლემა, კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლზე მიუთითებენ, როცა ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებს აქვთ საუბარი სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდში გააქტიურებაზე", - ამბობს ვოლსკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა