თეგებით ძიება

„ეგ აწი სიზმარში თუ გაიპარება...“ - თამო კეშელავა პრეზიდენტზე

ჟურნალისტი, თამო კეშელავა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„პრეზიდენტი, რომელმაც ერთი დარღვევაც ვერ დაინახა შოვის საქმეში, ვერც სამშველო ოპერაციის არარსებობაში, გინდა გერმანიაში წასულა და გინდა იტალიაში.

საერთოდ რატომ უნდა მყავდეს ასეთი პრეზიდენტი, ესაა მხოლოდ უცვლელი კითხვა.

ოცნებას ყველაზე მეტად აწყობს არჩევნების თარიღის გადმოწევა, ამიტომაც ემზადება 23 წლის დასაწყისიდან. გარანტირებული 4 წლის მოსაპოვებლად ახლა ყველაზე კარგი დრო აქვს, ჯერ ომია, რუსეთს ჯერ არ წაუგია, ოპოზიცია სუსტია... ამაზე უკეთესი დრო, 24 წლის მიწურულს შეიძლება არც იყოს. 

სხვა დანარჩენი, მართლა ლირიკაა, გაიპარა, არა ის.

როგორც გურიაში იტყვიან, ეგ აწი სიზმარში თუ გაიპარება, თორემ...

პოლიტიკურ გაპარვას ვგულისხმობ, პოლიტიკურს...“ - წერს კეშელავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა